Tuesday, October 25, 2016

ექსპრესიონისტული მიმართულებები



ექსპრესიონიზმი იყოფა სამ მნიშვნელოვან მიმართულებად:

1. პესიმისტური ექსპრესიონიზმი: კრიზისი ქმნის უიმედობის განცდას. რეალობის შე­­ვლა მხოლოდ მისი განადგურებით შეიძლება, ამიტომ აქ ხშირია აპოკალიფსური მო­მენტები. პესიმისტი ექსპრესიონისტები სახარებისეულ იოანეს გამოცხადებას ლიტერა­ტუ­რულად იაზრებენ და ამკვიდრებენ სამყაროს აღსასრულის იდეას. თანამედროვე ადა­მიანის ცხოვრების სტილს, ტექნიკურ პროგრესს და ბიურგერულ ცნობიერებას ბო­ლო უნდა მოეღოს. დასავლური ცივილიზაციის სულიერ-რელიგიური განახლება უნდა მოხდეს, ამისთვის კი საჭიროა განადგურდეს არსებული რეალობა.
2.  „სპარტაკისტული ექსპრესიონიზმი: აქ ერთიანდებოდნენ პოლიტიკურად ანგა­ჟი­რე­ბული ხელოვანები (სპარტაკისტები იყვნენ გერმანელი კომუნისტები, ანუ უკიდუ­რე­სი მემარცხენეები). ისინი არიგებდნენ პროკლამაციებს, პამფლეტებს, წერდნენ პოლი­ტი­კუ­რი შინაარსის თხზულებებს და ნიადაგს უმზადებდნენ რევოლუციურ ორგანოებს. აქტივისტები იყვნენ: კურტ ჰილერი, ერიხ მიუზამი, რობერტ მიულერი, ერნსტ ტო­ლე­რი.
3.  კაიროსული, გამოცხადებითი ანუ მესიანისტური, ოპტიმისტური ექსპრესიონიზ­მი: რომელიც იმედოვნებს, რომ ჭეშმარიტება გაიმარჯვებს. ცენტრალურ პოზიციაზეა ადა­მიანი შემოქმედი, რომელიც კი არ ასახავს რეალობას, არამედ თავად ქმნის მას. იგი გა­­მოსცემს თავის ვიზიონს, მისტიკურ ხედვას. მესიანისტი ექსპრესიონისტები ცდი­ლო­ბენ გადალახონ თვითკრიზისები და მიაღწიონ განწმენდას, განახლებას. ამგვარი მე­სი­ანისტი ავტორები გამოდიან იმ მოსაზრებიდან , რომ მეტაფიზიკური, ავტორიტეტუ­ლი სუვერენული ძალაუფლების ნების მიზანია საყოველთაოდ მიღებული აზროვნების და ცხოვრების ფორმების შეცვლა. ადამიანმა საკუთარი შინაგანი განახლებისთვის ნებე­ლო­ბა უნდა გამოავლინოს, განახლებისთვის თავად უნდა გახსნას საკუთარი თავი. ადა­მიანი იბრძვის გაუცხოების წინააღმდეგ და ეთიკურ იძულებით ნორმებს უპირისპირებს სა­კუთარ შექმნილს. მესიანისტები პრაქტიკულადაც მოქმედებენ გაუცხოებული სოცია­ლუ­რი რეალობის დასაძლევად და ცდილობენ, იმედოვნებენ მეტაფიზიკური ძალის შე­­ნო­ბას. შესაბამისად, კრიზისი მათთან განხილულია, როგორც ღვთაებრივი, ირაციონა­ლუ­რი საწყისებისაგან მოწყვეტა. ბიურგერს და მის ფარისევლურ მორალს უპირისპირ­დე­ბა მეტაფიზიკურ საწყისებზე ორიენტირებული ახალი ადამიანი, რომელსაც შეუძ­ლია თავად შექმნას საკუთარი მორალური პრინციპები და მას დაემორჩილოს, ვინაიდან მი­სი არსებობის ძირითადი მიზანი თვითგამორკვევა, საკუთარი თავის შეცნობაა. მესია­ნი­­ტური პათოსი გულისხმობს მსხვერპლშეწირვას მომავალი ადამიანისთვის. 

ამ სამივე ერთმანეთისაგან განსხვავებულ ექსპრესიონიზმს აერთიანებს მსგავსი შე­მო­­­მე­დე­ბი­თი მეთოდი და დაპირისპირება ბიურგერულ-მატერიალისტურ ცნობიერება­­თან.



No comments:

Post a Comment