ექსპრესიონისტი შემოქმედები ქმნიან ახალ პოეტურ სტილს, რომელიც უკეთ წარმოაჩენს განცდების, შეგრძნებების გამომხატველ ხელოვნებას, ექსპრესიას.„ექსპრესიონიზმი არის ლირიკული ძალმოსილება, დრამატული ჟინი და არა ეპიკური სვლა“- ამ ფრაზით ალბერტ ზორგელი ექსპრესიონისტული ლირიკის და დრამის უპირატესობას აშკარას ხდის და უარყოფს რომანის ჟანრს. მკვეთრად შეიცვალა ენობრივი სტილი: უკუგდებულ იქნა არტიკლები, განსაზღვრებები. გვაქვს ელიფსური წინადადებები, არსებითი სახელების ჩამომწკრივების ტექნიკა. ექსპრესიონისტული ხელოვნება მაქსიმალურად ათავისუფლებს წინადადებას სინტაქსური წესებისგან. წინადადებები ვიწროვდება მანამ , სანამ მნიშვნელოვანი სიტყვები არ დარჩება. საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ ექსპრესიონისტი თეორეტიკოსის, ლოთარ შრაიერის მაგალითი: „Die Bäume und die Blumen blühen“ („ხეები და ყვავილები ჰყვავის“). შემდეგ უფრო მოკლდება წინადადება: „Bäume und Blumen blühen“, ამის შემდგომ მხოლობით რიცხვშია გადაყვანილი არსებითი სახელები: „Baum und Blume blüht“. ამის შემდგომ წინადადება გრამატიკული კანონებისაგან თავისუფლდება : „Baum blüht blüht Blume “ ავტორი კონცენტრირებულია სიტყვაზე „blüht“.ექსპრესიონისტული პოეტიკური წესები, სიტყვების გრამატიკული წესებისაგან განთავისუფლება და სიჩქარის გამოხატვა, სათავეს იღებს მარინეტის ფუტურისტული მანიფესტიდან, რომელიც ხელოვნებაში გაბატონებული წესებისაგან მაქსიმალურ განთავისუფლებას გულისხმობს. აქ სიტყვის შინაარსზე მეტად მნიშვნელოვანია მისი ჟღერადობა, აკუსტიკა, რიტმი, მაღალი ტონალობა. გვაქვს აბსტრაგირების ტენდენცია. მოვლენები პროტაგონისტის ცნობიერებიდან არის დანახული- გვაქვს თხრობის „შიდაპერსპექტივა“. ასევე მოცემულია ქრონოტოპული მრავალმხრივობა- პერსონაჟები მოქმედებენ და გადაადგილდებიან როგორც რეალურ, ისე არარეალურ დრო-სივრცეში. შესაბამისად, ამბავი, რომელიც მოთხრობილია, ძირითადად ვითარდება პერსონაჟის ცნობიერების ფარგლებში და არა გარე სამყაროში.
გერმანულმა ექსპრესიონისტულმა ლირიკამ თავისი წვლილი შეიტანა ახალი ენობრივი სტილის ჩამოყალიბებაში. ლირიკაზე, მის სტილზე გავლენა იქონია კურტ პინტიერის 1919 წელს გამოცემულმა ანთოლოგიამ „ექსპრესიონისტული ლექსები“. ადრეული ექსპრესიონიზმის დომინანტი ჟანრი იყო ლირიკა. აქ აღსანიშნავია რითმებისა და სტროფების სიმარტივე და ტრადიციონალიზმი. ტრადიციული ფორმის მიღმა არის განსხვავებული თემატიკა, სურათები. ძველი ფორმების მეშვეობით არის გადმოცემული სიახლე, ტრადიციული ფორმებით გადმოცემულია არატრადიციული ხედვა. პაულ ცეხი და თეოდორ დობლერი უპირატესობას სონეტებს ანიჭებდნენ. იწერებოდა ოდები, ჰიმნები, ურითმო, ე.წ. „თეთრი ლექსები.“ ექსპრესიონისტულ ლირიკაში ლირიკული „მე“ უკუგდებულია, იშვიათად არის გამომჟღავნებული (ლასკერ-შულერის პოეზიაში) , ან ემფატიკური „wir“/ „ჩვენ“-ით არის ჩანაცვლებული (ლოტცი, ვერფელი). ექსპრესიონისტი პოეტები იყენებენ სიმბოლოებს, მეტაფორებს და ნეოლოგიზმებს, მჟღერ, მუსიკალურ ფორმებს. გამოთქმის ლაკონურობა და ფრაზის სიმკვეთრე აძლიერებს ექსპრესიას, განცდილის გამოხატვას.იაკობ ვან ჰოდისის ლექსში „Weltende“ („სამყაროს აღსასრული“) გვაქვს კადრირების პრინციპი, ყოველი სტრიქონი არის ცალკეული კადრი, სურათები ლოგიკური ბმულობის გარეშეა ერთმანეთთან დაკავშირებული: გაზეთში ერთმანეთის გვერდით წერია სხვადასხვა ცნობები კატასტროფების, ვირუსების შესახებ; გვაქვს სხვადასხვა ემოციური ფონი:WeltendeDem Bürger fliegt vom spitzen Kopf der Hut,in allen Lüften hallt es wie Geschrei.Dachdecker stürzen ab und gehen entzwei,und an den Küsten-liest man-steigt die Flut.Der Sturm ist da, die wilden Meere hupfenan Land, um dicke Dämme zu zerdrücken.Die meisten Menschen haben einen Schnupfen.Die Eisenbahnen fallen von denBrücken.ლექსში ავტორი და ლირიკული გმირი არ არის გაიგივებული. მოჩვენებითი ბიურგერული წესრიგი ირღვევა. მანქანურ-ტექნიკური ცივილიზაცია საერთო ჯამში არარაობაა, იგი განწირულია; ამრიგად, ლექსის სარკაზმი მიმართულია მოდერნისტულ ცხოვრების სტილზე. ცრუ, არასტაბილური, აბსურდული სამყაროს იდეური აღსასრული უხარია განს მდგომ ლირიკულ გმირს.ავგუსტ შტრამის (1874-1915) ლექსში „ომის ველი“ ვხვდებით სიტყვაწარმოებისა და ნეოლოგიზმების მაგალითებს.KampfflurGlotzenschrecke Augenbrocken wühles FeldAuf und niederNieder und aufBrandetSonneSteinet SonneUndVerbrandet.აქ ერთი შეხედვით დარღვეულია პოეტიკის წესები, წინადადების ნაწილების შინაარსობრივი თავსებადობა. გვაქვს ნეოლოგიზმები- Steinet, ავტორი მას აწარმოებს სიტყვისგან „Stein“( Stein-ქვა; steinet-ქვავდება).აქ ნაჩვენებია შეშინებული ადამიანი, რომელიც წაშლილი მზერით ომის ველს შესცქერის. იგია ჯარისკაცი, რომელიც თავის დამთრგუნველ ყოფას აღწერს. ეს საომარი ვითარება აღიქმება შინაგან, ცნობიერებით სიბრტყეში. ლექსში მზის ჩასვლის სურათი პოეტურად, რიტმული ფორმებით არის ნაჩვენები, რაც ლექსს მუსიკალურობას მატებს.ტექსტში ავტორი საერთოდ არ ჩანს, თუმცა იგი მთელი სიმძაფრით აჩვენებს მის მტანჯველ, მწარე საომარ გამოცდილებას.შტრამი უპირისპირდება პოზიტივისტურ მიდგომას, რომლის მიხედვითაც თითქოს ყოფიერების ახსნა მიზეზ-შედეგობრივი მიდგომით შეიძლებოდეს. მის სიმბოლიზებულ ლექსში „Urtod“ („პირველსიკვდილი“) კონვენციონალური, ნორმატიული ენა უკუგდებულია და წინ არის წამოწეული ექსპრესიონისტული ძალა, რაც ამ შემთხვევაში სიტყვების გამეორებით და ჟღერადობების მსგავსებით ხორციელდება. ეს ყველაფერი კი მიზნად ისახავს სიტყვების ყოველდღიური მნიშვნელობებისაგან განთავისუფლებას. ერთ და ორ მარცვლიან სიტყვათა გაცვლა-გამოცვლა ქმნის დინამიკას. აქ სიკვდილი გაგებულია, როგორც დამოუკიდებელი ყოფის დასასრული, შეუქცევადი გახრწნის პროცესი:UrtodRaumZeitRaumWegenRegenRichtenRaumZeitRaumDehnenEinenMehrenRaumZeitRaumKehrenWehrenReckenRaumZeitRaumRingenWerfenWürgenRaumZeitRaumFallenSinkenStürzenRaumZeitRaumWirbelnRaumZeitRaumWirrenRaumZeitRaumFlirrenRaumZeitRaumIrrenNichts. ლექსში არის აბსტრაქტული დრო და სივრცე, არ გვაქვს კონკრეტიზაცია. ბოლო სიტყვა „არარა“ ააშკარავებს სამყაროს აღსასრულის, აპოკალიფსისის იდეას.ექსპრესიონიზმი რეაგირებს ცხოვრების დინამიზმზე, მას სურს ინერტული წესრიგისაგან ადამიანის განთავისუფლება. ექსპრესიონისტული სტილისთვის მნიშვნელოვანია სისწრაფე, ერთდროულობა, შინაგანი ხედვის უმაღლესი დაძაბულობა. ექსპრესიონისტულ ლექსებში უპირატესობა ენიჭება პარატაქსულ წყობას, ანუ წინადადებათა თანწყობას, რომელიც ხელს უწყობს წინადადებათა სემანტიკურ არაკორდინირებულობას. ამ სტრუქტურას კარგად აჩვენებს ლიხტენშტაინის ლექსი „Die Dämmerung“ („ბინდი“) და თრაქლის „Musik im Mirabell“ („მუსიკა მირაბელში“).Die DämmerungAn einem Fenster klebt ein fetter Mann.Ein Jüngling will ein weiches Weib besuchen.Ein grauer Clown zieht sich die Stiefel an.Ein Kinderwagen schreit und Hunde fluchten.Musik im MirabellEin weißer Fremdling tritt ins Haus.Ein Hund stürzt durch verfallene Gänge.Die Magd löscht eine Lampe aus,Das Ohr hört nachts Sonatenklänge.ამ ლექსებში არცერთი წინადადება არ არის წინა წინადადების ნაწილი, მათში რომ ჩაგვემატებინა სიტყვა „Während“ (მანამ სანამ, განმავლობაში) და მისით დაწყებულიყო თხრობა, უფრო ცხად სურათს მივიღებდით, უფრო ლოგიკურს: Während die Magd eine Lampe auslöscht, hört das Ohr nachts Sonatenklänge ( მანამ, სანამ დამლაგებელი ნათურას აქრობს, ყურები უსმენენ ღამის სონატებს). სხვა მხრივ წინადადებების მწკრივი არის თვითნებური, მათ არ აქვთ არც დროითი და არც მიზეზობრივი კავშირი. პარატაქსის ეფექტი თხრობას, მის თანმიმდევრულობას და აზრობრივ წესრიგს ანადგურებს. ეს კი ქმნის აკუსტიკურ პოეზიას.ექსპრესიონისტულ ლირიკაში გვაქვს სიმახინჯის ესთეტიკა. დისჰარმონია, პათოლოგიები აქ გროტესკულად არის ნაჩვენები. მნიშვნელოვანია, ამ მხრივ, გოტფრიდ ბენის ლექსი „Schöne Jugend“ („ლამაზი ახალგაზრდობა“):Schöne JugendDer Mund eines Mädchens,das lange im Schilf gelegen hatte,sah so angeknabbert aus.Als man die Brust aufbrach,war die Speiseröhre so löcherig.Schließlich in einer Laube unter dem Zwerchfellfand man ein Nest von jungen Ratten.სიმახინჯის ესთეტიკა ცდილობს აღმოაჩინოს ზედაპირისგან დაფარული ჭუჭყიანი სინამდვილე. აქ წამყვანია ადამიანის და სამყაროს მშვენიერების დეილუზია. ეს არისლიტერატურის ანტიესთეტიკური ფუნქცია. ადამიანი გამადიდებელი შუშით არის დანახული. გვაქვს შიშის და სიძულვილის გამომწვევი გროტესკული სურათები, რაც მკითხველისთვის შოკისმომგვრელია. ბენის ამ ლექსში გროტესკულია გოგონას ღიმილი დაპირიდან ვირთხების ბუდის გამოჩენა. ნაჩვენებია საზღვარი მხეცურსა და ადამიანურბუნებას, მკვდარ და ცოცხალ სხეულს შორის.ექსპრესიონისტული ლირიკის მახასიათებლებია პოეტური სინტაქსის რღვევა, რითმის უგულებელყოფა; მკვეთრი, მოძრავი რიტმის შემოტანა, ჩამორიგების ტექნიკა: ჩამორიგებულია ან მხოლოდ არსებითი სახელები, ან ზმნები. ზედსართავი სახელები უგულებელყოფილია. გვაქვს სხვადასხვა რიტორიკული ტექნიკები: აღმასვლა, სინონიმური სიტყვების აღმავალი დალაგება, სადაც მეორე სინონიმი უფრო მძაფრია, ჰიპერბოლიზება, ანტინომიების ხშირი ხმარება, რაც ექსპრესიონისტულ ცვალებად და წინააღმდეგობრივ განწყობას საუკეთესოდ გამოხატავს. ლექსები არათანმიმდევრული, აზრს მოკლებული სიტყვების ჯაჭვია. ექსპრესიონისტული ლირიკა აბსტრაგირებისკენ, განზოგადებისკენ ისწრაფვის. მისი მიზანია გამოავლინოს ის მანკიერებებიც, რომელიც ამ ლამაზად „შეფუთულ“ სამყაროში არსებობს. ექსპრესიონისტული მესიანისტური ლირიკა აშენებს უტოპიურ, იდეალურ მომავალს, ცდილობს ჩაწვდეს ღვთაებრივ, ტრანსცენდენტურ საწყისებს და მთელი სიმძაფრით ასახავს მოდერნიზების დამანგრეველ შედეგებს.
Tuesday, October 25, 2016
გერმანული ექსპრესიონიზმის პოეტიკური მახასიათებლები (ლირიკა)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment