Friday, November 4, 2016

ექსპრესიონისტული დრამები

ექსპრესიონისტულ დრამებში და ნოველებში არ გვაქვს რეალურად არსებული ადგი­ლები, სწორედ ეს არის აბსტრაგირება. მომხდარს ხშირად არ აქვს შეხება ისტორიულ მო­ვ­ლენებთან, იგი არ ასახავს ისტორიულ ყოფას. ხშირია დიქოტომიური კონსტრუქ­ცი­ების გამოყენება: „მამა და შვილი“, „მასა და ინდივიდი“, „სულიერება და ბიურგერული ცნობიერება“ და ა.შ. გმირებს ხშირად არ აქვთ სახელები და პერსონალური დახასია­თება: „შვილი“, „მამა“, „მეგობარი“, „დედა“, „ქალი“, „და“, „გოგონა“, „ექვსი კრიტიკოსი“ და ა.შ. თუკი გმირებს აქვთ კონკრეტული სახელები, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გა­მოხატავენ ტიპიურ მენტალიტეტს. საყურადღებოა, რომ ექსპრესიონისტული დრამების გმი­რებს ნიღაბი ეკეთათ, როგორც საზოგადოებრივი არსებობის შენიღბვის სიმბოლური გამოხატულება. ნიღაბი გულისხმობს პერსონაჟის დეპერსონიზაციას. გმირი კონცეპტუ­ა­ლუ­რი აბსტრაგირების წყალობით გადალახავს სამყაროს რეალობას. ექსპრესიონისტი ავ­ტორები მიიჩნევენ, რომ რეალობა მათ უნდა შექმნან. კაზიმირ ედშმიდი წერდა: „რეა­ლო­ბა ჩვენგან უნდა შეიქმნას... მან უნდა აირეკლოს სამყაროს სურათი წმინდად და გა­უყალბებლად. რეალობა არის მხოლოდ ჩვენში“.  შინაგანად განცდის სა­შუ­ალებით უნდა მოხდეს ხელოვნებასთან დაახლოება. „ხელოვანი არის ხელი, რომე­ლიც ყოველი ღილაკით ადამიანის სულზე ვიბრირებს.“  მკითხველსა და ავ­ტორს შორის ხდება ემოციათა გაცვლა-გამოცვლა. ემოციური ფონის წამოსაწევად მნი­შვნელოვანია ჰიპერბოლა, აპოსტროფები, ელიფსები, აქვეა სიმახინჯის ესთეტიკა. ექსპ­რე­სი­ო­ნიზმი უბრუნდება წინარე ენობრივ ფორმებს, როგორც აფექტური მდგომარეობის გა­მომხატველს. ექსპრესიონისტულ ლიტერატურაში ნაჩვენებია აგრეთვე ტანჯვები, ვნე­ბე­ბი, ადამიანური შიში, სასოწარკვეთა- ეს არის ეგრეთწოდებული ლიტერატურული ფსი­ქო­პა­თოგრაფია. ტკივილების და შიშის ესთეტიკური გამოხატვა ხდება ყვირილით.
ექსპრესიონისტი დრამატურგები იშვიათად აძლევენ თავიანთ ნაწარმოებს ტრადი­ცი­ული დრამისთვის დამახასიათებელ ფორმებს. ექსპრესიონისტული დრამის ოთხი ტი­პი არსებობს:

Tuesday, October 25, 2016

გერმანული ექსპრესიონიზმის პოეტიკური მახასიათებლები (ლირიკა)





ექსპრესიონისტი შემოქმედები ქმნიან ახალ პოეტურ სტილს, რომელიც უკეთ წარმო­აჩენს განცდების, შეგრძნებების გამომხატველ ხელოვნებას, ექსპრესიას.
„ექსპრესიონიზმი არის ლირიკული ძალმოსილება, დრამატული ჟინი და არა ეპი­კური სვლა“- ამ ფრაზით ალბერტ ზორგელი ექსპრესიონისტული ლირიკის და დრამის უპი­რატესობას აშკარას ხდის და უარყოფს რომანის ჟანრს. მკვეთრად შეიცვალა ენო­ბ­რივი სტილი: უკუგდებულ იქნა არტიკლები, განსაზღვრებები. გვაქვს ელიფსური წინა­და­დებები, არსებითი სახელების ჩამომწკრივების ტექნიკა. ექსპრესიონისტული ხელოვ­ნება მაქსიმალურად ათავისუფლებს წინადადებას სინტაქსური წესებისგან. წინადადე­ბე­ბი ვიწროვდება მანამ , სანამ მნიშვნელოვანი სიტყვები არ დარჩება. საილუსტრაციოდ მო­ვიყვანოთ ექსპრესიონისტი თეორეტიკოსის, ლოთარ შრაიერის მაგალითი: „Die Bäume und die Blumen blühen“ („ხეები და ყვავილები ჰყვავის“). შემდეგ უფრო მოკლდება წი­ნა­დადება: „Bäume und Blumen blühen“, ამის შემდგომ მხოლობით რიცხვშია გადაყ­ვა­ნილი არსებითი სახელები: „Baum und Blume blüht“. ამის შემდგომ წინადადება გრამატი­კუ­ლი კანონებისაგან თავისუფლდება : „Baum blüht blüht Blume “ ავტორი კონცენტრი­რე­ბუ­ლია სიტყვაზე „blüht“.
ექსპრესიონისტული პოეტიკური წესები, სიტყვების გრამატიკული წესებისაგან გან­თა­ვი­სუ­ფ­ლება და სიჩქარის გამოხატვა, სათავეს იღებს მარინეტის ფუტურისტული მა­ნი­ფე­ს­ტიდან, რომელიც ხელოვნებაში გაბატონებული წესებისაგან მაქსიმალურ განთა­ვი­სუ­ფ­ლებას გულისხმობს. აქ სიტყვის შინაარსზე მეტად მნიშვნელოვანია მისი ჟღერა­დობა, აკუსტიკა, რიტმი, მაღალი ტონალობა. გვაქვს აბსტრაგირების ტენდენცია.  მოვ­ლე­ნე­ბი პროტაგონისტის ცნობიერებიდან არის დანახული- გვაქვს თხრობის „შიდაპერ­ს­პექტივა“. ასევე მოცემულია ქრონოტოპული მრავალმხრივობა- პერსონაჟები მოქმედე­ბენ და გადაადგილდებიან როგორც რეალურ, ისე არარეალურ დრო-სივრცეში. შესაბა­მი­­სად, ამბავი, რომელიც მოთხრობილია, ძირითადად ვითარდება პერსონაჟის ცნობიე­რე­ბის ფარგლებში და არა გარე სამყაროში.

ექსპრესიონისტული მიმართულებები



ექსპრესიონიზმი იყოფა სამ მნიშვნელოვან მიმართულებად:

1. პესიმისტური ექსპრესიონიზმი: კრიზისი ქმნის უიმედობის განცდას. რეალობის შე­­ვლა მხოლოდ მისი განადგურებით შეიძლება, ამიტომ აქ ხშირია აპოკალიფსური მო­მენტები. პესიმისტი ექსპრესიონისტები სახარებისეულ იოანეს გამოცხადებას ლიტერა­ტუ­რულად იაზრებენ და ამკვიდრებენ სამყაროს აღსასრულის იდეას. თანამედროვე ადა­მიანის ცხოვრების სტილს, ტექნიკურ პროგრესს და ბიურგერულ ცნობიერებას ბო­ლო უნდა მოეღოს. დასავლური ცივილიზაციის სულიერ-რელიგიური განახლება უნდა მოხდეს, ამისთვის კი საჭიროა განადგურდეს არსებული რეალობა.

Saturday, October 22, 2016

გერმანული ექსპრესიონიზმი: ისტორიული კონტექსტი და მსოფლმხედველობრივი საფუძვლები



პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ევროპული ხელოვნება ცვლილებებმა მოიცვა. აღ­მოცენდა ახალი ავანგარდისტული სახელოვნებო მიმდინარეობები: კუბიზმი (საფრა­ნ­გეთი), ფუტურიზმი (იტალია),  იმაჟიზმი (ინგლისი, ამერიკა), კონსტრუქტივიზმი და სუ­პ­რე­მა­ტიზმი (რუსეთი), ექსპრესიონიზმი (გერმანია), დადაიზმი (შვეიცარია, გერ­მა­ნია), ყველა ეს მიმდინარეობა პირველად ფერწერაში შემოიჭრა, შემდეგ კი მოიცვა ხე­ლო­­ვნების თითქმის ყველა დარგი : ლიტერატურა, მუსიკა, თეატრი, კინო.